Tuesday, May 17, 2011

მამაო ჩვენოს არსი.


  რაც ლოგიკურია ის არალოგიკურია ღვთისთვის.თვითონ სარწმუნოება ადამიანურ ლოგიკას არ ექვემდებარება.ამიტომ ამბობდა ტერტულიანეც:“მწამს იმიტომ, რომ აბსურდია“.მართლაც შეუძლებელია ადამიანური ცნობიერებისთვის იწამო ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო,შემდეგ კი ჩვეულებრივი ადამიანივით ჯვარი აჰკიდეს და გაუყენეს გოლგოთას გზას.
  ჩვენ როდესაც უფალს მივმართავთ: „წმინდა იყავ სახელი შენი,’’–ამით ვეუბნებით იმას,რომ ღმერთო შენ კი წმინდა ხარ,მაგრამ მე ვარ არაწმინდა და არაწმინდასთვის არაფერი წმინდა არ არსებობს.ამიტომ ვევედრებით  ჩვენი გულების განწმენდას ცოდვებისგან.პავლე მოციქულიც ამიტომ ამბობს:,,ღმერთის ნებაა ჩვენი სიწმინდე“.ღმერთს ჩვენგან უნდა ჩვენი განწმენდილი გული  ამიტომ ვევედრებით დავით წინასწარმეტყველთან ერთად ,,გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.’’ უფალმა,როგორც ვიცით,დაგვიწესა ერთერთ მცნებად ,, ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა,რამეთუ მათ იხილონ ღმერთი.“ამიტომ არის ჩვენი მართლმადიდებლების უზენაესი და უმთავრესი მიზანი სიწმინდის მიღწევა,რადგან არაფერი არაწმინდა არ შევა ცათა სასუფეველში.ადამიანები უნდ ა ვცდილობდეთ, გავხდეთ ისეთივე სრულყოფილები როგორიც ღმერთია,რაც შეუძლებელია ეკლესიის,წმინდა წერილის,წმინდა მამათა  სწავლების გარეშე.მითხარი რას კითხულობ და გეტყვი ვინ ხარ შენ.რას კითხულობენ დღევანდელი არაეკლესიური ადამიანები,რას ისმენენ,რას ეწაფებიან.ეწაფებიან იმას რაც მათ სულს სწყურია.მსგავსი მსგავსს ეძებს და მსგავსი მსგავსისა თანა განისვენებს.ვინც რას ეძებს იმას პოულობს, სამწუხაროდ.სიცოცხლე ღვთის გარეშე არ არსებობს.ადამიანი, რომელიც არაეკლესიურად ცხოვრობს,სულიერ სიკვდილში იმყოფება,რაც უფრო საზარელია ვიდრე ხორციელი სიკვდილი,,საუნჯეო კეთილთაო,მომნიჭებელო ცხოვრებისაო მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა გვყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა.“ჩვენ უფალს არამარტო ვთხოვთ არამედ მოვითხოვთ მისგან საშინელი წყლულებისაგან განგვწმინდოს.პავლე მოციქული მოგვმართავს: ,,ადიდეთ ღმერთი არამარტო სულით, არამედ სხეულითაც,რადგან თქვენ ყველანი უფლისანი ხართ.“წინააღმდეგ შემთხვევაში, რასაც დავთესავთ იმას მოვიმკით.უფალმა უამრავი რამ მოგვცა.ლუკას სახარებაში ვკითხულობთ ,,ვისაც მეტი მიეცემა, მეტი მოეთხოვება.“ამიტომ ჩვენ ყოველწამიერად მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად რადგან სიკვდილი მაშინ მოდის, როცა არ გინდა და როცა არ ელი.

No comments:

Post a Comment