Saturday, May 28, 2011

,,ცოდვა ჩემ წინაშე არს მარადის."

    ცოდვა,როგორც ხორცმეტი,ადამისა და ევას დაცემიდან მოყოლებული მუდამ არსებობდა,მაგრამ ადამიანს ჰქონდა სინანულიც.სულშეძრული დავით წინასწარმეტყველი ასე წარმოაჩენს ამ მდგომარეობას:,,ცოდვა ჩემ წინაშე არს მარადის.“
  დღეს კი ცოდვა ცოდვად აღარ მიიჩნევა და იგი ლამის ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად წარმოგვიდგინონ.ამ აზრს, რომლის დამკვიდრებასაც უცხოეთში კარგა ხანია ცდილობენ,ჩვენთანაც ეძლევა გასაქანი.ცოტა ხნის წინ უცხოური სერიალებით დაიწყეს ხალხის ცნობიერების გადაგავრება,ახლა კი ჩვენი მოქალაქეები მოჰყავთ უზნეობის დემონსტრირებისათვის.ცოდვის საკუთარ თავში მიღებით და შეთვისებით ადამიანს სრული გამოფიტვა ემუქრება.ამაზე კი პასუხს აგებს ყველა,განსაკუთრებით ისინი,რომლებიც ამისკენ უბიძგებენ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს.მაცხოვარი ბრძანებს: ,,ვაი,მის კაცისა,რომლისგან მოვიდეს საცდური...მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულსი ჩაეძირათ.“ასევე საშინელია სხვა მომაკვდინებელი ცოდვებით დამძიმებული ადამიანების ხვედრიც.
შეუძლებელი და შეუთავსებელია იყო ქრისტიანი და აამვე დროს – ნარკომანი,ქრისტიანი და –ლოთი,ქრისტიანი და –მრუში,ქრისტიანი და –ქურდი.ამგვარ საქმეთა მოქმედნი თავს ნუ მოიტყუებენ და ნუ ინუგეშებენ,ისინი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. 
   ჩვენში
მცხოვრები ცოდვა გვაბნელებს და გვაიძულებს, საკუთარი თავის წინაშე თავი ვიმართლოთ. თავის მართლებას კი ეშმაკი გვთავაზობს, სანამ ჩვენში სინდისი არ გაიღვიძებს, რომელიც არა მარტო ცალკეული ცოდვების მიმართ არის მგრძნობიარე, არამედ ჩვენი ცოდვილობას ყოველგვარი თავისმართლების გარეშე შეგვამეცნებს. ჩვენ ჩვენი ცოდვით ყველგან განხეთქილება შეგვაქვს. ცოდვებისათვის ყოველგვარი თავის მართლება - ჩვენი ცხონების მტერია. მხოლოდ და მხოლოდ ცოდვისგან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხის გაცნობიერება და შეგნება გამოაწრთობს ჩვენს ნებისყოფას ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთწვრილ-წვრილცოდვებს მანამ, სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს გვართმევს ბედნიერებას. ჩვენ ცოდვა საკუთარი ბუნება გვგონია. „მე, ასეთი და ასეთი ვარ, და სხვანაირი ვერ ვიქნებიანასეთი ხასიათი მაქვს“, - ვამბობთ ხშირად, მაგრამ ხასიათი ხომ სულაც არ არის ისეთი რამ, რისი გამოსწორებაც არ შეიძლება.
   ცოდვილი და სულიერად სწორი ცხოვრება - ორივე მათგანი ადამიანის შიგნით, მის სულში მიმდინარეობს, ცხოვრებისეული გარემო არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ადამიანმა საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს. უკვე ითქვა, რომ ცოდვა არის განმყოფი, გამაცალკევებელი ძალა. მაგალითად, ადამიანებმა ერთმანეთს აწყენინეს, შეურაცხყვეს და განაწყენებულნი ერთმანეთს დაშორდნენ. ეს უბედურებაა, საიდანაც ჩანს, რომ ცოდვა მართლაც ყოფს და გაყოფის შემდეგ უკვე ბატონობს მათზე. ადამიანი ბედნიერებისათვის არის მოწოდებული და უნდა ისწავლოს თავისი ბედნიერებისათვის ბრძოლა უბედურების, ანუ ცოდვის წინააღმდეგ იმ გარემოში, რომელიც განსაკუთრებით ახლობელია მისთვის.
   
ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ცოდვისკენაა მიდრეკილი და შეიძლება ის,ნებით თუ უნებლიედ ცოდვაში ჩავარდეს,მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მონანიების და გამოსწორების სურვილი,რწმენა უფლისა და ღმერთი აუცილებლად დაეხმარება და მიანიჭებს მაცხოვნებელ მადლს.

No comments:

Post a Comment